სუროგატი დედობა ცენტრში „შპს «სთორქ-სერვისი»“ – ლეგალურია, ანონიმური და სანდო
ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“ უზრუნველყოფს სუროგატ დედას კვალიფიციურ სამართლებრივ მხარდაჭერას, კონფიდენციალურობის პირობების დაცვა და ადეკვატური ფულადი ანაზღაურება. სუროგატი დედობის კანდიდატებთან თანამშრომლობა ეფუძნება ორმხრივი ნდობისა და პატივისცემის პრინციპს.
კომპანია დიდად აფასებს კანდიდატების სურვილს მიიღონ მონაწილეობა ცენტრის პროგრამებში და ამავდროულად აყენებს არა ნაკლებ მაღალ მოთხოვნებს სუროგატი დედების მისამართით. მათ განეკუთვნება პატიოსნება პირადი ინფორმაციის წარმოდგენაში, მზადყოფნაში გაცნობიერებულად ატარონ ბავშვი და გააჩინონ ის და გადასცენ მის ბიოლოგიურ მშობლებს.
იურიდიული მოთხოვნები „სუროგატი დედობის“ პროგრამის კანდიდატის მიმართ:
- ასაკი 20-35 წელი
- ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული გადახრების არმქონე საკუთარი ბავშვი
- მძიმე დანაშაულის შესრულებაზე ნასამართლეობის არქონა
- სოციალურ სამსახურებთან პრობლემების არქონა (მშობლის უფლებების წართმევა და ა.შ.)
- ქმრის წერილობითი ნებართვა, თუკი ქალი ქორწინებაშია.
სამედიცინო მოთხოვნები მომავალი სუროგატი დედის მიმართ:
- საკუთარი ბავშვი დაბადებულია ბინებრივი გზით დროულად, საკეისრო კვეთის გარეშე;
- ახალი ორსულობის ან მშობიარობის უკუჩვენების არარსებობა;
- სპეციალისტის დასკვნა ნორმალური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
- ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების არარსებობა;
- ისეთი დაავადებების არარსებობა როგორიც არის ჰეპატიტი B, C, შიდსი, სიფილისი;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არარსებობა;
- რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობა: საშვილოსნოს ჯანმრთელი ენდომეტრიუმი, პოლიპების არარსებობა, კისტა, მიომატოზური კვანძები
- ვაქცინაცია წითელას საწინააღმდეგოდ.
ქალი ვერ გახდება სუროგატი დედა:
- თუკი არ არის პოტენციურად მზად ატაროს და გადასცეს ბავშვი მშობლებს;
- რომელსაც აქვს რთული მემკვიდრეობითი და ქრონიკული დაავადებები;
- რომელსაც არ აქვს მიღებული ოფიციალური თანხმობა ქმრისგან, სუროგატი დედობის მომსახურების უზრუნველყოფაზე.
ფსიქოლოგიური მზადყოფნა სუროგატ დედას გახდომისათვის:
ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»-ს სპეციალისტები აქცენტს ამახვილებენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვის ტარება უსაფრთხო იყოს სუროგატი დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის. პირველ რიგში, მან უნდა იხელმძღვანელოს გულწრფელი მიზანსწრაფვით დაეხმაროს უშვილო წყვილს გახდნენ მშობლები და მხოლოდ მეორე – მიიღოს მატერიალური ანაზღაურება.
საკანონმდებლო ასპექტი
სუროგატი დედობის ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“ ახორციელებს თავის საქმიანობას ზუსტ შესაბამიშობაში საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ბიოლოგიურ მშობლებთან თანაშრომლობაზე განვითარებული ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებიდან, რათა ჩვენმა სუროგატმა დედებმა მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. ბავშვი, რომელსაც ატარებს ქალი, არ წარმოადგენს მისთვის ბიოლოგიურ ნათესავს, ამიტომაც, დედად და მამად მშობიარობის შემდეგ აღიარებულია ის ხალხი, რომელთა გენეტიკური მასალა იქნა გამოყენებული განაყოფიერებისათვის.
სუროგატი დედის გარანტიები ცენტრისგან „შპს «სთორქ-სერვისი»“
სუროგატი დედის თანამშრომლობა ჩვენს ცენტრთან – ეს არის გარანტირებული შესაძლებლობა თავი ავარიდოთ ნერვიულობას, შფოთვას და ფინანსურ რისკებს.
პროგრამის თითოეულ მონაწილეს ჩვენ ვაძლევთ შემდეგ გარანტიას:
- ლეგიტიმურ იურიდიული ხელშეკრულება
- ფსიქოლოგიური სამედიცინო მხარდაჭერა
- კვების, ვიტამინების შეძენის, საცხოვრებელი ქირის ხარჯების დაფარვა;
- ფინანსური ანაზღაურება ბავშვის დაბადების შემდეგ.
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმაში, რომ თითოეულ მხარეს შეეძლო მოეწერა ხელი სამართლიანობის შესახებ შეთანხმებას, სადაც შეთანხმებული იქნება თითოეული მხარის უფლება და ვალდებულება. ის აშუქებს აბსოლუტურად ყველა ასპექტს ბიოლოგიური მშობლების და სუროგატი დედის ურთიერთქმედებას. ამასთან გათვალისწინებულია სხვადასხვა რისკები: გართულებები, დაავადებები, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, აბორტის გაკეთება სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, „საკეისრო კვეთა,“ რაც სრულად იქნება ანაზღაურებული ბიოლოგიური მშობლების მიერ.
დაუკავშირდით სუროგატი დედობის ცენტრის „შპს «სთორქ-სერვისი»“-ის თანამშრომლებს – ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ შესაძლო რისკებს და გავწევთ გარანტირებულ სამედიცინო და სამართლებრივ დახმარებას.