კითხვები და პასუხიები

  1. შემიძლია თუ არა თავად ავირჩიო კვერცხუჯრედის დონორი გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე?

Вопросы и ответыნებისმიერ შემთხვევაში, ახალგაზრდა (20-30 წლის), ჯანმრთელი ქალები მიმართავენ სუროგაციის ცენტრს „სთორქ-სერვისს“, რომელთაც ჰყავთ საკუთარი ჯანმრთელი შვილები. პროგრამაში მონაწილეობას ვერ იღებს ის ქალი, რომელსაც აქვს გენეტიკური და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ ეკოლოგიურ გარემო პირობებში რაიონებში, რომელთაც აქვთ მოშლილი ფსიქიკა, ჭარბი წონა, მავნე ჩვევები. დამატებითი მომსახურების სახით კი გათვალისწინებულია დონორის შერჩევა განსაზღვრული ეთნიკური ჯგუფის მიხედვით, ასევე მოდელის გარეგნობის, შემოქმედებითი შესაძლებლობებისა თუ IQ მაღალი დონის მიხედვით. ფენოტიპის შერჩევა კლიენტების სურვილების შესაბამისად ხორციელდება მხოლოდ ფოტოს მიხედვით.

  1. როგორია ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსების სუროგატი დედის მიერ, თუკი რომელიმე ბიოლოგიური მშობელთაგანი სერიოზულად არის ავად?

მსგავსი სიტუაცია აუცილებლად უნდა იქნას განხილული ინდივიდუალურად. თუკი საუბარი არ არის გენეტიკური პათოლოგიის არსებობაზე, ასეთ შემთხვევაში ძალიან მაღალია ჯანსაღი ბავშვის დაბადების ალბათობა.

  1. რა მოხდება მას შემდეგ, რაც მე შევავსებ და გავაგზავნი სუროგატი დედის ანკეტას?

თქვენ დაგიკავშირდებათ ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს კონსულტანტი, რათა მიაწოდოს ინფორმაცია დოკუმენტაციაზე, რაც თქვენ უნდა მოამზადოთ აუცილებლად და დანიშნოთ თქვენი ვიზიტის თარიღი. ცენტრთან „სთორქ-სერვისი“ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის და გასაუბრების შემდეგ თქვენ უნდა ჩაიტაროთ კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა. მხოლოდ დიაგნოსტიკის შედეგების და ნაყოფის ტარებისათვის თქვენი ვარგისიანობის დადასტურების მიღების შემდეგ თქვენი მონაცემები შეტანილ იქნება სუროგატი დედობის კანდიდატების მონაცემთა ბაზაში. ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტები შემოგთავაზებთ ოჯახს, რომელიც მზად იქნება მიიღოს თქვენგან დახმარება ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით.

  1. როგორ ხორციელდება სუროგატი დედის მიერ გაჩენილ ბავშვზე მშობლის უფლებების დაკანონება?

კანონმდებლობით გათვალისწინებულია სუროგატი დედის მხრიდან სპეციალური ფორმის მქონე განაცხად-თანხმობაზე ხელისმოწერა დაუყოვნებლივ, ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამ დოკუმენტში ქალი ადასტურებს მის თანხმობას ბიოლოგიური მშობლების ჩაწერაზე დაბადების მოწმობაში. დაბადების მოწმობის მიღების პროცესს თვალყურს ადევნებს ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს კვალიფიცირებული იურისტი, ამიტომაც ეს პროცესი მიმდინარეობს მშობლებისათვის უპრობლემოდ და ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე.

  1. არ ვარ დარმწუნებული რომ არ გამიჩნდება დედობრივი გრძნობები ბავშვის მიმართ, რომელსაც გააცენს სუროგატი დედა?

Вопросы и ответыდედობრივი ინსტინქტი — ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ქცევითი სტიმული ყველა ცოცხალი ადამიანისათვის ამ პლანეტაზე. ჩვილი მოხვდება ჩვენს ხელში დაბადების შემდეგ და თქვენ მომენტალურად ჩაიძირებით მის მიმართ წარმოშობილი თბილი გრძნობების აურაში. ბავშვი იქნება თქვენი გენეტიკური თვალსაზრისით, ამიტომაც უმოკლეს დროში მის გარეგნობაში გამოვლინდება გენეტიკური ნიშნები. სამყარო მიზანმიმართულად იცვლება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ხალხი არ აღიქვამდა „კოლბაში შექმნილ“ ბავშვებს სათანადოდ. მაგრამ ახლა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება საყოველთაოდ მიღებული სამედიცინო პროცედურაა. სუროგატობა — ესეც რეპროდუქციული ტექნოლოგიაა. სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი იქნება თქვენი იურიდიული, სამედიცინო და ემოციური თვალსაზრისით.

  1. რა დრო არის საჭირო სუროგატი დედის შერჩევისათვის?

ფაქტიურად, ეს დამოკიდებულია თვით ბიოლოგიურ მშობლებზე. ცენტრთან „სთორქ-სერვისი“ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის და კლიენტების სურვილების განხილვის შემდეგ ხდება 2-3 კანდიდატის შერჩევა სუროგატობაზე. შემდეგ კი ხდება პირადი შეხვედრის ორგანიზება და მტკიცდება ერთერთი კანდიდატთაგანი. ყველაფერი ამისათვის საჭიროა მინიმუმ რამოდენიმე დღე და მაქსიმუმ რამოდენიმე კვირა.

  1. როგორ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სუროგატი დედა არ არის სპირტიანი სასმელების ან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და იმყოფება სასურველ სოციალურ გარემოში?

ჩვენი ცენტრის ჯერ კიდევ სუროგატობის კანდიდატების ბაზაში გადარჩევის ეტაპზე ქალები გადიან მკაცრ შემოწმებას. გათვალისწინებულია მათი ცხოვრებისეული დამოკიდებულებები, წარსულში კანონთან პრობლემების არარსებობა, საკუთარი ბავშვების მიმართ დამოკიდებულება და მთელი რიგი სხვა ფაქტორები. დამატებითი მომსახურების სახით კლიენტებს ვთავაზობთ კერძო დეტექტივის დახმარებას ქალის შემოწმების მიზნით. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კლიენტების სიმშვიდეს, ამიტომაც ვთანამშრომლობთ მხოლოდ სუროგატი დედების ნდობის მოპოვებაზე.

  1. როგორია ბიოლოგიური მშობლების სამედიცინო გამოკვლევა? შესაძლებელია თუ არა მისი გავლა წინასწარ საქართველოში ჩამოსვლამდე, სახლის პირობებში?

დიაგნოსტიკის პროგრამა მეუღლეთათვის განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. პირველ გასაუბრებაზე საჭიროა წარმოდგენილ იქნას სპეციალისტების დასკვნა უნაყოფობის დიაგნოზზე. უშვილობის მიზეზებისგან დამოუკიდებლად შეირჩევა სუროგატი დედობის ვარიანტი. ხანდახან წყვილი მიმართავს კონსულტაციას გენეტიკური მიზნებისათვის. პრინციპიალური მომენტები სუროგაციის პროგრამის შედგენაში — ეს არის დონორის გენეტიკური მასალის (კვერცხუჯრედების ან სპერმის) გამოყენების საჭიროება, ასევე გაყინული ემბრიონის არსებობა.

  1. მე და ჩემს ცოლს გვარწმუნებენ, რომ სუროგატი დედა ელოდება ჩვენს ბიოლოგიურ ბავშვს, მაგრამ მაქვს გარკვეული ეჭვები. როგორ გადავამოწმო?

დღეს გავრცელებულია დნმ-ის კვლევების ჩატარების პრაქტიკა. ნებისმიერ მომენტში შეძლებთ თქვენ ასეთი ექსპერტიზის შეკვეთას, რათა გაფანტოთ ეჭვები. თუმცაღა, ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს რეპუტაცია აბსოლუტურად გამორიცხავს ბიოლოგიური მშობლებისათვის მცდარი ინფორმაციის წარმოდგენის ალბათობას.

  1. როგორ მოვიქცეთ იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ვართ მშობლები, თუკი სუროგატი დედის ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის გამოყენებულ იქნა დონორის კვერცხუჯრედი?

კანონმდებლობის თანახმად, თუკი ბავშვს აქვს გენეტიკური კავშირი მხოლოდ ერთერთ მშობელთაგან (მამასთან, რომელმაც მისცა სპერმა), მეორე მშობელი იღებს მშობლის უფლებებს ავტომატურად. ბავშვის დაბადების მოწმობაში ჩაიწერება ორივე ბიოლოგიური მშობლის სახელები. მოცემულ შემთხვევაში სუროგატ დედას, როგორც გესტაციურ კურიერს, არ აქვს ნათესაური კავშირი ბავშვთან და არ შეუძლია იქონიოს რაიმე პრეტენზია მასთან დაკავშირებით.

  1. უწევთ თქვენ დახმარებას ბავშვისათვის მისი მშობლების ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით?

დიახ. ცენტრი „სთორქ-სერვისი“ თანამშრომლობს საერთაშორისო სამართლის საკითხებში გამოცდილ იურისტებთან. კლიენტებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, სპეციალისტები იწყებენ საკანონმდებლო ნორმების შესწავლას, სუროგაციასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს მიჰყავთ ბავშვი სახლში კანონიერად გაცემული დაბადების მოწმობის საფუძველზე, არანაირი პრობლემა არ იჩენს თავს მოქალაქეობის გაფორმების პროცესში.

  1. როგორ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია საქართველოზე, თუკი არ გვეცოდინება ქვეყანა და ენა?

ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტები უზრუნველყოფენ შეხვედრას აეროპორტში და ტრანსფერს სასტუმროში, სადაც წინასწარ იქნა დაჯავშნილი ნომრები. მგზავრობის პერიოდში თქვენთან იქნება თარჯიმანი. თქვენის მხრიდან სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ტურისტული გაცილება. საქართველო — ეს არის შესანიშნავი სტუმართმოყვარე ქვეყანა. ბოლო წლებში შეინიშნებოდა ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარება. მაცხოვრებელთა უმეტესობა თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. სტუმრები საქართველოში კომფორტულად გრძნობენ თავს.

  1. რამდენი ხანი უნდა დავყოთ საქართველოში, თუკი მინდა, რომ ზუსტად ჩემი კვერცხუჯრედები იქნას გამოყენებული სუროგატი დედობის პროგრამაში?

გამოკვლევის სტანდარტული ოქმი, ჰორმონალური სტიმულაცია და კვერცხუჯრედების მიღება მხოლოდ სამიოდე კვირას თუ მოიცავს. გარკვეულ შემთხვევებში, კვერცხუჯრედების პირველი ეტაპი შესაძლოა გავლილ იქნას საკუთარ მშობლიურ ქვეყანაში. თუკი დაიგეგმება ასეთი ვარიანტი, მაშინ საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა მცირდება ერთ კვირამდე. ამ დროს ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა და მტკიცდება ფოლიკულების მომწიფების საჭირო ეტაპი. ამის შემდეგ კი ანესთეზიის საშუალებით ტარდება კვერცხუჯრედების აღება საკვერცხეებიდან. თუმცაღა მხოლოდ ექიმს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თქვენთვის უფრო მეტად შესაფერისი ვარიანტი კვერცხუჯრედების მიღების.

  1. ამოწმებთ თუ არა იმ ქალთა ადეკვატურობას, რომლებსაც სურთ გახდნენ სუროგატი დედები?

რასაკვირველია. ჩვენს ცენტრში ფსიქოლოგიურ შემოწმებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ ქალებმა უფრო მეტად გააცნობიერონ ის ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, ასევე ბავშვთან გენეტიკური ნათესაობის არარსებობა. გასაუბრების დროს სპეციალისტებთან ერთად ირკვევა ერუდიციის, ყურადღებიანობის, აღქმადი ინფორმაციის ადეკვატურობის დონე.

  1. იქნება თუ არა ბავშვის დაბადების მოწმბაში მითითებული სუროგატი დედის სახელი?

არა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების თანახმად, დაბადების მოწმობაში იწერება მხოლოდ ბიოლოგიური მშობლების მონაცემები. თქვენ არ დაგჭირდებათ ამ დოკუმენტის შეცვლა. თუმცაღა, გარკვეულ ქვეყნებში გარკვეული დონის სირთულესთან არის დაკავშირებული სხვა სახელმწიფოში გაჩენილი ბავშვის დაკანონება. ჩვენ გირჩევთ ისარგებლოთ ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს კვალიფიცირებული იურისტების მხარდაჭერით და არ გადაიტვირთოთ თავი სამართლებრივი დეტალების შესახებ ფიქრით.