როგორ გავხდეთ სუროგატი დედა

სამედიცინო სიახლეები ხშირად იწვევს მთელ რიგ ემოციებსა და კრიტიკას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფებს, თუკი გადაწყვეტილი გაქვთ გახდეთ სუროგატი დედა. მიმართეთ სუროგაციის ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტებს, რათა გაიგოთ შეესაბამებით თუ არა პროგრამაში მონაწილეთა კრიტერიუმებს.

რაზე უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში?

ორსულობა და ბავშვის გაჩენა — ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა ქალებისათვის, ნებისმიერი გარემოებების პირობებში. ჩნდება საჭიროება იმისა, რომ განსაკუთრებულად იქნას ყურადღება მიქცეული საკუთარ ჯანმრთელობაზე, შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვები, აცილებულ იქნას სტრესი. სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ნებისმიერ დროს მზადყოფნა შეიცვალოს საკუთარი ცხოვრების უკვე რეგულარული რითმი.

სუროგატი დედობა უკავშირდება მნიშვნელოვან ფულად კომპენსაციებსა და ანაზღაურებას. თუმცაღა, ფინანსური ასპექტი არ შეიძლება გახდეს და არც უნდა გახდეს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელი ფაქტორი — ეს არის სავალდებულო შემადგენელი კომპონენტი მოტივაციის.

რითი არის ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტების დახმარება სასრგებლო?

ძალიან რთულია სუროგატი დედობის გზის დამოუკიდებლად გავლა. კლიენტების მოძიება, სამედიცინო პროცედურები, იურიდიული ასპექტები უკავშირდება რისკებსა და ნერვიულობას. საუბარია გაუმართლებელ ფსიქოლოგიურ დატვირთვებზე. ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტები მზად არიან გახდნენ პროგრამით გათვალისწინებული წინასწარ შეთანხმებული ყველა პირობის შესრულების გარანტი.

სუროგატი დედობის კანდიდატს, რომელიც შეესაბამება მოთხოვნებს, უტარდება სამედიცინო შემოწმება, ორსულობის მიმდინარეობის კონტროლი, ადვოკატის და ფსიქოლოგის კონსულტაცია. გაუთვალისწინებელი გარემოებების (მაგალითად, მუცლის მოშლისას) შემთხვევაში ქალი იღებს შეთანხმებულ კომპენსაციას. ორსულობის პერიოდში მკაცრად უნდა იქნას დაცული გადახდის გრაფიკი, ანაზღაურებულ უნდა იქნას კლინიკაში მგზავრობის ხარჯები და სხვა დანარჩენი.