fbpx

თანამშრომლობის ეტაპები

ეტაპი 1. პაკეთის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება

ჩვენი იურისტის დახმარებით ფორმდება შეთანხმება, რომელსაც ადასტურებს ნოტარიუსი სანოტარო წესით.

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა სუროგაციის პროგრამაში, ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ დაგროვილი სპეციალისტების მიმართ. დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტებს, ეს კი დაგეხმარებათ გაიგოთ უკეთ, თუ ჩვენი მომსახურების რომელი პაკეტი არის თქვენთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი და მისაღები. საჭიროებისამებრ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტაცია, რათა გაიაროთ შესაბამისი კვლევები ჩვენს მიერ რეკომენდირებულ კლინიკებში.

ჩვენს მიერ გათვალისწინებულია ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედების, როგორც დონორობის მასალის გამოყენების ვარიანტი. ბევრმა წყვილმა, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, უკვე გაიარა შესაბამისი პროცედურები. ამის შემდეგ, რჩება მხოლოდ გაყინული ემბრიონები. ემბრიონები გამოსაყენებლად ვარგისია. ცენტრი „ნიუ ბორნი“ უზრუნველყოფს ემბრიონების საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას, იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება სუროგატი დედა.

ეტაპი 2. სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევა

კლიენტებს ელ-ფოსტაზე ეგზავნებათ 2-3 კანდიდატის რეზიუმე.

სუროგატი დედობის ან კვერცხუჯრედის დონორის თითოეული კანდიდატი ავსებს ანკეტას, სადაც მოცემულია მათი მახასიათებლები, ასევე მითითებულია ინფორმაცია მათი განათლების, ჰობის, აღმსარებლობის შესახებ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრი ბიოლოგიური მშობლისათვის მნიშვნელოვანია სუროგატი დედის გარეგნობა, ამიტომაც მზად ვართ ვუზრუნველყოთ იმ ქალთა ანკეტების შერჩევის შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამებიან განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ცენტრში „ნიუ ბორნი“ მომავალი მშობლები განიხილავენ ასე დიდ ოჯახს. ყველა ჩვენთაგანისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დაიბადოს სასურველი და საყვარელი ბავშვი. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევასხათ ხორცი თქვენს იდეებს და გავამართლოთ თქვენი მოლოდინები.

ეტაპი 3. პროცედურამდელი შემოწმებები და კონსულტაციები

ხორციელდება ტრანსფერის ორგანიზება და სუროგატი დედის ქვეყანაში ცხოვრება

წინასწარ ყველა კანდიდატი, რომლის მონაცემებიც შეტანილია ნიუ ბორნის სუროგაციის ცენტრის მონაცემთა ბაზაში, გადის მკაცრი შერჩევის პროცედურას. ქალი გადის კომპლექსურ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ სკრინინგს. სავალდებულო წესით ხდება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის ანალიზი, ასევე წინ ორსულობების ისტორიის გაანალიზება, კანონთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობის პირობების განხილვა.

დიაგნოსტიკას და კონსულტაციას გადიან ასევე მომავალი მშობლები. ხანდახან საჭირო ხდება პრინციპიალური გადაწყვეტილებების მიღება კვერცხუჯრედების დონორობის, ემბრიონების ან სპერმის შესახებ. გამოცდილი რეპროდუქტოლოგები აძლევენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ უნდა დავკარგოთ დრო ტყუილად და გაცილებით სწრაფად ავიხდინოთ ბავშვის ყოლასთან დაკავშირებული ოცნებები.

ეტაპი 4. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და ცოცხალი ემბრიონების დაბრუნება

სხვადასხვა ვარიანტები: ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, დონორის კვერცხუჯრედი, გაყინული ემბრიონი.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ემბრიონის მიღება სუროგაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით, ანუ ლაბორატორიულ პირობებში. სუროგატ დედას არ აქვს არანაირი გენეტიკური კავშირი მომავალ ბავშვთან. ემბრიონის მისაღებად გამოიყენება ბიოლოგიური მშობლების ან დონორთა კვერცხუჯრედები ან სპერმა.

ეტაპი 5. ორსულობის მონიტორინგი და ანგარიშები ბიოლოგიურ მშობლებს

მომავალ მშობლებს რეგულარულად ეგზავნებათ ანგარიშები.

თუკი ემბრიონის გადატანის შემდეგ დგება ორსულობა, სუროგატი დედა უზრუნველყოფს შესაბამის ზრუნვას საკუთარ თავზე მშობიარობამდე. ქალი იღებს შესაბამის მედიკამენტებს, ტარდება რეგულარული დიაგნოსტიკური პროცედურები, ტარდება კონსულტაციები მეან-გინეკოლოგთან, გრაფიკის შესაბამისად.

კომპანია ნიუ ბორნის თანამშრომლების მუდმივად არიან კავშირზე სუროგატ დედასთან, ადევნებენ რა თვალყურს მის ფსიქოემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდინარეობას. მომავალ მშობლებს ასევე შეუძლიათ იქონიონ კავშირი მასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პერიოდულად ეგზავნებათ შესაბამისი ანგარიშები.

ეტაპი 6. მშობლის უფლებების გაფორმება და ბავშვზე დოკუმენტაციის გაცემა

გაიცემა ბავშვის დაბადების მოწმობა, გროვდება დოკუმენტები ბავშვის ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით.

დაბადების მოწმობის გაცემის პროცედურის სპეციფიკა და ბავშვის ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაფორმების ვადები დამოკიდებულია სუროგატი დედის ქვეყნის კანონით დადგენილი რეგულაციების სპეციფიკაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიოლოგიურ მშობლებს არ უწევთ დამოუკიდებლად ვიზტი სახელმწიფო დაწესებულებებში ბიუროკრატიული და იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად.

ყველაფერ ამაზე მუშაობენ კომპანია ნიუ ბორნის ადვოკატები. იმ დოკუმენტაციის პაკეტი, რომლის შეგროვებაზეც მუშაობენ ადვოკატები, გვაძლევს საშუალებას ბავშვმა მიიღოს მისი ბიოლოგიური მშობლების ქვეყნის მოქალაქეობა. მომავალ მშობლებს შეუძლიათ სრული კონცენტრაცია მოახდინონ მოსალოდნელ ბედნიერებაზე და იმ სიხარულზე, რაც უკავშირდება ბავშვის გაჩენას.