fbpx

ექიმი ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი

ექიმი ნანა ჯანელიძე-ყურაშვილიმეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

ჟორდანიის ინსტიტუტის დირექტორი

  • მან მიიღო განათლება დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში „აიეტი“ სატრენინგო პროგრამაში, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად.
  • გაიარა რეპროდუქტოლოგიის კურსი ადამიანის რეპროდუქციის კვლევის ჟორდანიის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.
  • დაასრულა მეან-გინეკოლოგიის კურსი ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის, გინეკოლოგიისა და მეანობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
  • საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია – მუცლის ღრუს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.
  • 1999 წელს მან მიიღო უფლება განეხორციელებინა საერთო პრაქტიკის მქონე ექიმის საქმიანობა, მიიღო რა შესაბამისი კვალიფიკაციის სერთიფიკატი.
  • 2001 წელს მან მიიღო რეპროდუქტოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის სპეციალისტის სერთიფიკატი.
  • მან გაიარა საქართველოს, ისევე როგორც საზღვარგარეთის ტრენინგ-ცენტრებში შემსწავლელი პროგრამები.
  • აშშ – სწავლება ჯონ ჰოპკინსის პროგრამის ფარგლებში. კვალიფიკაცია: მეან-გინეკოლოგია, კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვა, გინეკოლოგია მოზარდებში.
  • ისრაელი – სტაჟირება რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში „ასსუტა.“ ულტრაბგერითი გამოკვლევა მცირე მენჯის ორგანოების, ინოვაციური მეთოდების დადგენა და უნაყოფობის მიზეზების მკურნალობა, ინ-ვიტრო განაყოფიერებით კვერცხუჯრედების განაყოფიერება.
  • საქართველოს, ამერიკისა და ევროპის მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის წევრი, რომელიც აერთიანებს მოცემულ დარგში მომუშავე პრაქტიკოსებს, სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის მქონე სპეციალისტებს.
  • არის აშშ-ს, ატლანტას შტატის საპატიო მოქალაქე.
  • აქვს მონაწილეობა მიღებული სემინარებში ავსტრიაში, ქ. ზალცბურგი. სემინარების თემა: ოჯახის დაგეგმვა დემოგრაფიისა კონტექსტში და კონტრაცეფციის მეთოდები, მამაკაცების როლი და გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, პრეპარატების რაციონალური გამოყენება კლინიკურ საჭიროებასთან შესაბამისად, მენეჯმენტი და მარკეტინგი ფარმაკოლოგიის დარგში.
  • 2001 წლიდან ეწევა აქტიურ პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას. ჩაჩავას კლინიკის (რეპროდუქციული ჯანმრთელობის დიაგნოსტიკური ცენტრი), იერუსალიმის სამედიცინო ცენტრის ექიმი რეპროდუქტოლოგი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტის ხელმძღვანელი, AIHA-ს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი.
  • რეპროდუქციული მედიცინის ქართულ-ამერიკული ცენტრი „რეპროარტი“ – რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების კლინიკა.
  • რეპროდუქციული მედიცინისა და ბიოლოგიის ქართული ასოციაციის აქტიური წევრი, რომელიც აერთიანებს ადამიანის რეპროდუქციის დარგში მომუშავე სპეციალისტებს: რეპროდუქტოლოგებს, მეან-გინეკოლოგებს, ემბრიოლოგებს.
  • ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების წევრი.
  • რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული ასოციაციის წევრი
  • ამჟამად არის ჟორდანიის ინსტიტუტის დიტექტორი. ხელმძღვანელობს ინ-ვიტრო განაყოფიერების ბლოკს, ექიმი.