fbpx

ინფორმაცია კვერცხუჯრედის დონორებისათვის

მოთხოვნები

მოთხოვნებიყველა ახალგაზრდა ქალს აქვს უზარმაზარი ოვარიალური რეზერვი – ასობით ათასი კვერცხუჯრედი, რაც მომწიფდება და გახდება განაყოფიერებისათვის ვარგისი. ჩვეულებრივ მენსტრუალურ ციკლში მწიფდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი. გარკვეული რაოდენობის კვერცუჯრედების აღების პროცედურა არცერთ შემთხვევაში არ მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. კვერცხუჯრედის დონორად გახდომისას სუროგაციის ცენტრში „სთორქ-სერვისი“ შესაძლებელია გადაიდგას ყველასათვის პატივსაცემი ნაბიჯი – რაც გულისხმობს უშვილო წყვილისათვის იმ სიხარულის მინიჭებას, რასაც მშობლად გახდომა ჰქვია.

საერთო პირობები:

  • ასაკი 20-დან 30 წლამდე
  • ერთი ან მეტი შვილის ყოლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარეშე
  • სასიამოვნო გარეგნობა
  • კვერცხუჯრედების დონაციის პროცედურის გზის სრული გაცნობიერება
  • ქმედუნარიანობა

სამედიცინო პირობები:

  • ფიზიკური პათოლოგიებისა და გენეტიკური დაავადებების არარსებობა
  • ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა, დადასტურებული სპეციალისტის დასკვნაში
  • სიფილისის, შიდსის, ჰეპატიტი В და С არარსებობა, დადასტურებული ანალიზების შედეგებით
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების არარსებობა
  • სასურველი ჰორმონალური ფონის არსებობა
  • მცირე მენჯის პათოლოგიების არარსებობა, დადასტურებული ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგებით
  • ლაქტაციის არარსებობა
  • წარსულში ნარკოტიკულ საშუალებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების არარსებობა


დონორობის პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო პირობებთან შესაბამისობა მოწმდება კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევის საშუალებით. მხოლოდ ყველა ანალიზის შეფასების შემდეგ, ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტთა მიერ მიიღება გადაწყვეტილება ქალთა მონაცემების შეტანაზე კვერცხუჯრედის დონორთა მონაცემთა ბაზაში.

კანონმდებლობა

კანონმდებლობასაქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება კვერცხუჯრედების დონორობის პრაქტიკა, რაც გამოიყენება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა და სუროგატი დედობის პროგრამებში. თუმცაღა, კანონმდებლბის თანახმად, ქალს არ შეუძლია ერთდროულად იყოს სუროგატი დედა და კვერცხუჯრედის დონორი. მოცემულ დარგში სამართლებრიც ნორმებთან დეტალური გაცნობა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტისა და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საიტებზე.

სუროგაციის ცენტრი „სთორქ-სერვისი“ კვერცხუჯრედების დონორთა კანდიდატების შერჩევისას ხელმძღვანელობს ქვეყნის სამართლებრივ-ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებით. სამართლებრივი ურთიერთობები დონორსა და პოტენციურ მშობლებს (დამკვეთებს) შორის რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით, სადაც დეტალურად არის მოცემული მხარეთა უფლებები და ვალდებულებანი, ასევე აღწერილია ფორს-მაჟორული გარემოებები.

დონორის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის სავალდებულო პირობები – ეს არის კვერცხუჯრედების დონაციის პროცედურის სამედიცინო არსის სრული გაცნობიერება და კეთილი ნება. ქალი გაცნობიერებულად თანხმდება კვერცხუჯრედების სტიმულაციის ჩატარებას ჰორმონალური პრეპარატების საშუალებით და კვერცხუჯრედების მიღებას ფუნქციების დახმარებით. დონორი არ იღებს საკუთარ თავზე მშობლის ვალდებულებას მომავალ ბავშვთან დაკავშირებით.


ქალის სურვილისამებრ, კანონმდებლობა ითვალისწინებს დონორის ანონიმურობას. მსგავს შემთხვევებში გარანტირებულია ექიმის კონფიდენციალურობისა და სრული კონფიდენციალურობის შენარჩუნება ჩასატარებელი სამედიცინო პროცედურების. ანონიმური დონორისგან გენეტიკური მასალის გამოყენების შემთხვევაში, წყვილი, რომელიც არის შემკვეთი, იღებს ზოგად ინფორმაციას ფენოტიპის და ძირითადი პირადი ნიშნების შესახებ. საუბარია შემდეგი ინფორმაციის შესახებ: ეს არის სიმაღლე, წონა, თმისა და თვალის ფერი, სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, განათლება.

გარანტიები

გარანტიებისუროგატი დედობის ცენტრი „სთორქ-სერვისთან“ შეთანხმება უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის დონორებს ფულადი კომპენსაციით და ანაზღაურებით, ასევე უფლებების და ინტერესების დაცვით გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში. ანაზღაურდება ყველა ხარჯი ფაწეული სამედიცინო გამოკვლევებზე, ჰორმონალური სტიმულაციის პროცედურისათვის და კვერცხუჯრედის აღებაზე. პოტენციური მშობლები (კვერცხუჯრედების დამკვეთები) აანაზღაურებენ ასევე დამატებით ხარჯებს გაწეულს მკურნალობისათვის, რაიმე გართულების შემთხვევაში. საუბარია სისხლდენის შესახებ, ასევე შარდის ბუშტის დაზიანების ან მცირე მენჯის ნებისმიერი სხვა ორგანოს დაზიანების შესახებ, ინფიცირების შესახებ, რაც ვითარდება საკვერცხეების ფუნქციების შედეგად.

დონორს აუნაზღაურდება შესაბამისი ფიქსირებული თანხა, რაც წიანსწარ იქნება მითითებული ცენტრთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. დონორს არ აკლებენ კომპენსაციას, თუკი მიღებული კვერცხუჯრედების რაოდენობა არ შეესაბამება ქყვილის მოლოდინს. თუკი ქალი მონაწილეობას იღებს დონაციის პროგრამაში ანონიმურად, მას გაეცემა განსაკუთრებული გარანტიები კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. პოტენციურ ბიოლოგიურ მშობლებს სთხოვენ მოაწერონ ხელი განაცხადს მასზედ, რომ ისინი არ მიიღებენ არანაირ ზომას მომავალში დონორის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით.

უკუჩვენებები

უკუჩვენებებიკვერცხუჯრედების დონაცია – ეს არის სერიოზული სამედიცინო პროცედურა, რაც უკავშირდება ორგანიზმზე ჰორმონალური პრეპარატების ზემოქმედებას და კვერცხუჯრედების ფუნქციას. იმისათვის, რომ არ დავაყენოთ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა გაუმართლებელი რისკის ქვეშ, ქალი აუცილებლად უნდა გაეცნოს დონორობის პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო პირობებს, რაც მოცემულია საიტზე. ცენტრის „სთორქს-სერვისი“-ს კვერცხუჯრედების დონორობის პროგრამაში მონაწილეობისათვის დაშვებულია იმ ქალთა კონტიგენტი, რომელიც გაივლის შესაბამის სამედიცინო გამოკვლევას, თუმცაღა თავად კანდიდატებიც კი ვერ გაუძლებენ ინფორმაციას, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს მიზეზი ჯანმრთელობის რისკების წარმოშობისა.

უკუჩვენებების საბაზისო ჩამონათვალი:

  • ასაკი არა ნაკლებ 18 და არა უმეტეს 29 წლისა
  • საკუთარი შვილების არყოლა
  • დონორის კანდიდატისათვის ბავშვების ყოლა, რომლებსაც აქვთ გენეტიკური და სხვა სახის მძიმე დაავადებები
  • ლაქტაცია (ჩვილის ძუძუთი კვება)
  • საკვერცხეზე კისტას ან სხვა რაიმე კეთილთვისებიანი / ავთვოსებიანი წარმონაქმნის არსებობა
  • საკვერცხეთა პოლიკისტოზი
  • საკეისრო კვეთიდან 10-12 თვეზე ნაკლები პერიოდის გასვლა
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის მწვავე ანთებითი დაავადებები
  • ჰეპატიტის, შიდსის, ტორჩის ინფექციების არსებობა
  • მავნე ჩვევები, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება
  • გულსისხლძარღვთა სისტემების, თირკმლების სერიოზული დარღვევები