fbpx

გენეტიკურ მშობლებს

ბიოლოგიური შვილის ყოლა სულაც არ არის კაპრიზი. სწრაფვა შთამომავლობის გაგრძელებისაკენ ჩადებულია ადამიანში ბუნების მიერ. თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვეზიაროთ იმ სიხარულს, რასაც მშობელი ჰქვია, თუნდაც უშვილობის დიაგნოზის პირობებში.

რატომ არის საჭირო სანდო სააგენტოს მხარდაჭერა?

სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობის გადაწყვეტილება – ეს სერიოზული ნაბიჯია ოჯახური წყვილისათვის, რომელმაც დაკარგა შვილის ყოლის იმედი. საუბარია მნიშვნელოვანი ფინანსური საშუალებებისა და მრავალი ემოციური ასპექტის ჩადებაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას ქალის მიმართ, რომელიც თანხმდება უშვილო წყვილისათვის ბავშვის გაჩენაზე. სამწუხაროდ, სუროგატი დედის დამოუკიდებელი შერჩევისას სხვადასხვა სახის თაღლითური სქემის ალბათობა ძალიან დიდია.

სუროგაციის ცენტრი „სთორქ-სერვისი“ – ეს არის უნაკლო რეპუტაციის და მრავალი კმაყოფილი კლიენტის მქონე საერთაშორისო კომპანია. მიმართავთ რა დახმარებისათვის ცენტრის სპეციალისტებს, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ენდოთ ყველა სამედიცინო, ფინანსურ, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ საკითხებში.

როგორ ხდება სუროგატი დედის შერჩევა?

სუროგატი დედის კანდიდატის შერჩევისას ძირითადი ასპექტი ეს არის მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ყურადღება ეთმობა ქალის ასაკს, ტემპერამენტსა და ხასიათს, საკუთარი შვილების რაოდენობას. ბიოლოგიურ მშობლებთან ხვდება მხოლოდ ანკეტები იმ ქალების, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა, პირადი მონაცემების შემოწმება, საუბარი ფსიქოლოგებთან.

სუროგაციის თანამედროვე პრინციპების თანახმად, ქალი მუცლით ატარებს მასთან არა გენეტიკური კავშირის მქონე ბავშვს. ამიტომაც, სუროგატი დედის გარეგნული მახასიათებლები არ გადადის ბავშვზე გენეტიკურად. ბიოლოგიური მშობლების მხრიდან პროგრამაში მონაწილეობის აღქმა, როგორც რეპროდუქციული ტექნოლოგიისა, სრულიად მიზნობრივია; ამ დროს ყურადღების გამახვილება ხდება სუროგატ დედასთან პირადი კონტაქტის საფუძველზე.