სუროგატი დედობის ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“ იწვევს ოჯახურ წყვილებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობის მიზნით!
ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“ -ს სპეციალისტები დაეხმარებიან მომავალ მშობლებს იყოლიონ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი სუროგატი დედა ან კვერცხუჯრედის დონორი, ასევე იზრუნონ ყველა იურიდიულ ნიუანსზე. ჩვენ შევქმენით უნიკალური პროექტი – კომპანია, სადაც პოტენციურ მშობლებს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე ისარგებლონ სუროგატი დედობის ან კვერცხუჯრედის დონორობის მომსახურებით. თავისი მხრიდან ცენტრი სრულ პასუხისმგებლობას იღებს მის თავზე ორი მხარის წინაშე – ესენი არიან მშობლები და სუროგატი დედები. ამასთან, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას და იღებს საკუთარ თავზე უფლებას მიიღოს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება.
5 მნიშვნელოვანი არგუმენტი სუროგატი დედობის ცენტრის „შპს «სთორქ-სერვისი»-ს სასარგებლოდ
- არანაირი შუამავლები. ჩვენთან მომართვით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეარჩიოთ სუროგატი დედის კანდიდატი თქვენი მომავალი ბავშვისათვის ან შეარჩიოთ დონორი.
- არანაირი საკანონმდებლო შეფერხებები. საქართველოში ნებადართულია სუროგატი დედობა, ისევე როგორც სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა.
- სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორთა საკუთარი ბაზა. ჩვენს ბაზაში ბევრი მსურველია გახდეს სუროგატი დედა ან დონორი, ყოველი კანდიდატი გადის სრულ სამედიცინო გამოკვლევას, იღებს ფსიქიატრის დასკვნას და აწერს ხელს ხელშეკრულებას.
- სამედიცინო მომსახურების აღმოჩენა. ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მოვახდინოთ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურის ორგანიზება, მათ შორის კვერცხუჯრედების დონაცია, ხელოვნური განაყოფიერება, ასევე ვაწარმოებთ ორსულობისა და მშობიარობის აღრიცხვას.
- იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტები. თანამშრომლობის ყველა პირობა შეთანხმებულია და გაწერილია ხელშეკრულებაში, ყოველ ეტაპზე სუროგატ დედას აცილებს ფსიქოლოგი.
ჩვენი პრიორიტეტები
- ლეგალურობა დონორის კვერცხუჯრედთან ან სუროგატ დედასთან თანამშრომლობის ყველა ეტაპზე. ჩვენი ცენტრის სპეციალისტები თვალყურს ადევნებენ მომავალი მშობლების, დონორის ან გესტაციული კურიერის მიერ ყველა პირობის დაცვას, ეს პირობები აღწერილია ორმხრივად მომგებიან ხელშეკრულებაში სუროგატი დედობის მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ, რაც შედგენილია დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტის მიერ.
- მკაცრი კონფიდენციალურობა. კანონით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება პრივატულობაზე, აქედან გამომდინარე ხელშეკრულებაში შესაძლოა მიეთითოს პიროვნების და ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან გაწეული/მიღებული მომსახურების ანომიმურობის დაცვის საჭიროების შესახებ.
- კვერცხუჯრედის დონორისა თუ სუროგატი დედის სათანადო წესით შერჩევა. იქამდე, სანამ დონორი ან გესტაციური კურიერი იქნება შეყვანილი ბაზაში, ისინი გადიან სათანადო სამედიცინო გამოკვლევას, რაც სრულად გამორიცხავს ფაქტორებს, რომლებიც არ შეესაბამება შერჩევის სამედიცინო და იურიდიულ კრიტერიუმებს.
სუროგატი დედის ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის კრიტერიუმები
გესტაციული კურიერის შერჩევით, მომავალი ბიოლოგიური მშობლების უმეტესობა აქცენტს აკეთებს გარეგნულ მახასიათებლებზე. თუმცა ეს არ არის სწორი, უფრო მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, სუროგატ დედად გახდომის მოტივები. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქალი ატარებს ნაყოფს, რომელიც შექმნილია ბიოლოგიური მშობლების გენეტიკური მასალისგან, ამდენად საუბარი იმაზე, რომ რაიმე აკვშირი არსებობს სუროგატ დედასა და ბავშვს შორის, ზედმეტია. კვერცხუჯრედის დონორის შერჩევისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სიმაღლე, თმის და თვალის ფერი, ფიგურის ტიპი, რასული მიკუთვნება და ა.შ. შესაძლოა გახდეს საფუძველი.
როგორ ხორციელდება თანამშრომლობა?
პოტენციური მშობლების სურვილით თანამშრომლები არჩევენ სუროგატი დედობის ან კვერცხუჯრედის დონორის ორ კანდიდატს. პირადი შეხვედრის შემდეგ ხდება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. შემდეგ კი ხორციელდება საჭირო პროცედურები: ქალთა მენსტრუალური ციკლის სიქრონიზაცია, საკვერცხეების სტიმულაცია, კვერცხუჯრედის აღება და ექსტრაკორპორალური განაყოფიერება. სუროგატი დედის მიერ ბავშვის გაჩენის შემდეგ, მშობლის უფლებები გადაეცემა პოტენციურად ბიოლოგიურ მშობლებს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ სუროგატი დედობის პროგრამა – ეს ძვირადღირებული მომსახურებაა.
როგორ ხორციელდება მომსახურების ანაზღაურება?
პოტენციურად ბიოლოგიური მშობლები ანაზღაურებენ სუროგატი დედის ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებული იქნება სამედიცინო გამოკვლევასთან, მათ შორის კვებას, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, საცხოვრებელს, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროცედურას, მშობიარობას და სხვა სამედიცინო ღონისძიებებს. გაუთვალისწინებელი სიტუაციების აღმოჩენის შემთხვევაში, ანაზღაურდება ნაადრევი მშობიარობა, „საკეისრო კვეთა“ ან აბორტი სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად, ორსულობის ან მშობიარობის დროს გართულებების შედეგად მკურნალობა. და ყველაზე არსებითი პუნქტი დანახარჯების – ეს არის ანაზღაურება ბავშვის გაჩენისათვის.
დაუკავშირდით სუროგატი დედობის ცენტრის „„შპს «სთორქ-სერვისი““-ს თანამშრომლებს – ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ შესაძლო რისკებს და გავწევთ გარანტირებულ სამედიცინო და სამართლებრივ დახმარებას.