fbpx

ინფორმაცია სუროგატი დედებისათვის

მოთხოვნები

მოთხოვნებისუროგატი დედობის ნებისმიერი კანდიდატის პირველი ნაბიჯი – ეს არის პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი მოთხოვნების გაცნობა. ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“-ის სპეციალისტები სთხოვენ ქალებს უარი თქვან იმ აზრზე, რომ წარმოადგინონ არასწორი ინფორმაცია. დეტალურად მოწმდება მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია.

საერთო პირობები:

  • ასაკი 20-35 წელი
  • ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული გადახრების არმქონე საკუთარი ბავშვი
  • მძიმე დანაშაულის შესრულებაზე ნასამართლეობის არქონა
  • წარსულში ქალის ცხოვრებაში მშობლის უფლებების შეზღუდვის ან წართმევის პრეცედენტის არარსებობა
  • ქმედუნარიანობა

სამედიცინო პირობები:

  • წინა მშობიარობა „საკეისრო კვეთის“ და ნაადრევი მშობიარობის გარეშე
  • ნაყოფის ტარების და ბუნებრივი მშობიარობის უკუჩვენებების არარსებობა
  • ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა, დადასტურებული სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე
  • წარსულში ან ამჟამად ნარკოლოგიური და ალკოჰოლური დამოკიდებულების არარსებობა
  • ნორმალური საერთო ფიზიკური მდგომარეობა
  • სიფილისის, შიდსის, ჰეპატიტი B, C არარსებობა, დადასტურებული ანალიზების შედეგებით
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების არარსებობა
  • ორსულობის დადგომისათვის ენდომეტრიუმის ვარგისი მდგომარეობა, რაც დასტურდება სპეციალისტის დასკვნით
  • კისტოზური წარმონაქმნების არარსებობა შარდსასქეოს ორგენოებში, მიომატოზური კვანძები და საშვილოსნოს პოლიპები.
  • წითელას როგორც ინფექციური დაავადების სამკურნალო ანტისხეულების არსებობა.


ზემოთ ჩამოთვლილ პირობებთან შესაბამისობის გარდა, ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»-ს სპეციალისტები სავალდებულო წესით ითვალისწინებენ ქალში მორალურ-ეთიკურ მოტივაციას. მომავალში სუროგატი დედისათვის აუცილებელია გააცნობიეროს უშვილო მშობლებისათვის ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შვილის ყოლაში დახმარების მნიშვნელობა.

კანონმდებლობა

კანონმდებლობასაქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია სუროგატი დედობა. ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“ ახორციელებს თავის საქმიანობას სრულად ქვეყნის ნორმატიულ-სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობაში. საკანონმდებლო ნორმების სრული კომპლექსი, რომელიც არეგულირებს სუროგატი დედობის სფეროს, ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტისა და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის საიტებზე.

სუროგატ დედობასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმები მიიღებოდა საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელს. მრავალწლიანი იურიდიული პრაქტიკის წყალობით დღესდღეობით შემუშავებულია ეფექტური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების ყველა მონაწილის უფლებების დაცვას. სუროგატი დედობის სფეროში სასურველი სამართლებრივი კლიმატი – ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პროგრამებში მონაწილეობის მიღება. ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»“ ორიენტირებულია უცხო ქვეყნებიდან უპირატესად პოტენციურად ბიოლოგიური მშობლების მომსახურების უზრუნველყოფაზე. სუროგატი დედობის საქმიანობის ასეთი სპეციფიკის შედეგად იღებენ საკმარისად მაღალ ფინანსურ ანაზღაურებას.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში პრაქტიკაში ინერგება გესტაციური სუროგატი დედობა. ქალი, რომელიც მუცლით ატარებს ბავშვს, არ აქვს მასთან ბიოლოგიური კავშირი. განაყოფიერება ხდება ლაბორატორიულ პირობებში. ამ მიზნით, ხორციელდება ბიოლოგიური დედისგან/დონორისგან კვერცხუჯრედის და ბიოლოგიური მამისგან/დონორისგან სპერმის აღება. სუროგატ დედას არ შეუძლია ერთდროულად გახდეს სუროგატიც და კვერცხუჯრედის დონორიც. ამით ირღვევა სუროგატ დედასა და მუცლად მყოფი ბავშვს შორის გენეტიკური კავშირის არარსებობის შესახებ მოთხოვნა.

სუროგატი დედობის შედეგად გაჩენილი ბავშვის დედა და მამა აღიარებულნი იქნებიან როგორც ბიოლოგიური მშობლები – ცოლქმრის წყვილი, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფს მის/დონორის გენეტიკურ მასალას. მშობლის ფაქტის დაკანონებისათვის გათვალისწინებულია სუროგატი დედის მხრიდან სპეციალური ფორმის შევსება ბავშვის გაჩენის შემდეგ დაუყოვნებლივ. დოკუმენტის არსი – ეს არის ქალის თანხმობა ბიოლოგიური მშობლების სახელების ჩაწერაზე ბავშვის დაბადების მოწმობაში.

გარანტიები

გარანტიებისუროგატი დედისათვის ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»-ს მხარდაჭერა – ეს არის შესაძლებლობა თავიდან იქნას აცილებული მრავალი რისკი და ნერვიულობა. პროგრამის ყველა ეტაპზე ქალებს შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ კვალიფიცირებული ექიმების, იურისტების და ფსიქოლოგების დახმარების. ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ხდება ფულადი კომპენსაციის უზრუნვნელყოფა. ეს საშუალებები არ წარმოადგენს ანაზღაურების ნაწილს. მათი დანიშნულებაა – სუროგატი დედისათვის ხარისხიანი კვების პროდუქტების, ვიტამინების, სპეციალური საორსულე ტანსაცმლის შეძენისათვის და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე, რაც უკავშირდება ორსულობას.

ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი»-ს იურიდიული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტები ზრუნავენ ორვე მხარისათვის სამართლიანი და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი სუროგატი დედობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ასევე გათვალისწინებულია დაუგეგმავი გარემოებები, რაც მოითხოვს წყვილისგან დამატებით ხარჯებს. საუბარია ორსულობის დროს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, აბორტზე სამედიცინო ჩვენებების საფუძველზე, ნაადრევ მშობიარობაზე, „საკეისრო კვეთა“-ზე ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელ გართულებებთან დაკავშირებით.

უკუჩვენებები

უკუჩვენებებისუროგატი დედის კანდიდატურაზე ქალის მონაწილეობა ცენტრში „შპს «სთორქ-სერვისი» არ უნდა იყოს მისი ისევე, როგორც მის მუცელში მყოფი ბავშვის სიცოცხლისათვისა და ჯანმრთელობისათვის საშიში. ცენტრი „შპს «სთორქ-სერვისი» -ს სპეციალისტები დეტალურად განიხილავენ თითოეული ქალის კანდიდატურას. სამედიცინო პირობების გარდა პროგრამაში მონაწილეობისათვის დიდი ყურადღება ექცევა ფსიქოემოციურ და სოციალურ ფაქტორებს.

უკუჩვენების ბაზური ჩამონათვალი:

  • ასაკი არა ნაკლებ 20 და არა უმეტეს 35 წელი
  • საკუთარი შვილების არყოლა და პოტენციური მოუმზადებლობის არარსებობა ბიოლოგიური მშობლებისათვის ბავშვის გადაცემასთან დაკავშირებით
  • სუროგატი დედობის კანდიდატის შვილებში მემკვიდრეობით გადაცემული და სხვა მძიმე დაავადებების არსებობა
  • ოფიციალური ქმრის უარი ცოლზე, რომელიც სუროგატი დედობის კანდიდატია (უარი შესაბამის დოკუმენტზე ხელისმოწერაზე)
  • ფიზიოლოგიური შეფერხებები ნაყოფის ტარებაზე და მშობიარობაზე (საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია, შარდ-სასქესო სისტემის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნე)
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის მწვავე ანთებითი დაავადებები
  • ფსიქიკის აშლილობა, მავნე ჩვევები, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულება
  • წარსულში ნაადრევი მშობიარობები
  • სისხლის შედედების დაბალი მაჩვენებლები
  • სიფილისის, ჰეპატიტის, შიდსის არსებობა
  • წითურას წინააღმდეგ იმუნიტეტის არარსებობა (სისხლში მოცემული დაავადების გამაღიზიანებლის მიმართ ანტისხეულის არარსებობა)