ძალიან დიდი მისიაა, როდესაც სხვას ვეხმარებით გახდეს მშობელი. თუკი ხართ ახალგაზრდა, ე.ი. უზარმაზარი რეზერვი გაქვთ კვერცხუჯრედების. ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტებთან კვერცხუჯრედის დონაციის პროცედურა გადის უსაფრთხოდ და მაქსიმალური კომფორტით.
რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს კვერცხუჯრედის დონორს?
კვერცხუჯრედის მიღების (ქალის სასქესო უჯრედების) პროგრამა უკავშირდება მთელი რიგი სამედიცინო პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მას შემდეგ, რაც ქალი შემოწმდება სამედიცინო გამოკვლევებთან და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, პოტენციური დონორის ანკეტა შეიტანება ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს მონაცემთა ბაზაში. ბიოლოგიური მშობლები არჩევენ კანდიდატს მისი ფენოტიპის (გარეგნული ნიშნების) საფუძველზე. ხანდახან ყურადღება ეთმობა ინტელექტს, აღმსარებლობას, ჰობის, შემოქმედებით შესაძლებლობებს.
როდესაც ქალის კანდიდატურა დამტკციებულია დონორობისათვის, მან აუცილებლად უნდა გაიაროს ჰორმონალური თერაპიის კურსი, რათა გაზარდოს ერთ ციკლში მომწიფებული კვერცხუჯრედების რაოდენობა. ბუნებრივ პირობებში საკვერცხის ფოლიკულაში მწიფდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედების უშუალო აღების პროცესი ხორციელდება გაუტკივარებით.
როგორ გავიაროთ კვერცხუჯრედების დონაციის პროცედურა ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს დახმარებით?
როგორც კი შეავსებთ დონორის ანკეტას, თქვენ უკვე უნდა მოელოდოთ კლინიკაში კონსულტაციების დანიშვნას. ცენტრის „სთორქ-სერვისი“-ს სპეციალისტები აიღებენ პასუხისმგებლობას ყველა საორგანიზაციო მომენტზე და იქნებიან ფულადი ანაზღაურების დროულად გადახდის გარანტები. გარკვეული დისკომფორტი, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მანიპულაციებს, გადაიფარება კეთილი მიზნის განხორციელების გაცნობიერებით. საუბარია ბავშვის დაბადებაზე იმ ოჯახში, სადაც მას ძალიან ელიან და სადაც ის ძალიან ეყვარებათ.
ცენტრ „სთორქ-სერვის“-თან თანამშრომლობის პერიოდში დონორს ელის კვალიფიცირებული ფსიქოლოგის მუდმივი მხარდაჭერა. ქალისათვის, მიიღოს მონაწილეობა ახალი სიცოცხლის დაბადებაში ყოველთვის იყო და იქნება მისი მთავარი დანიშნულება ამქვეყნად. თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, მათ შორის, კვერცხუჯრედების დონორობა, უფრო მეტად მნიშვნელოვან აზრს სძენს თითოეულ ქალს დაკისრებული მისიის შესრულებისათვის.